საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთწლიანი პროგრამა: „სამართალი და განვითარების ტენდენციები“

„გერმანია სამხრეთ კავკასიაში: სამართალი და განვითარების ტენდენციები - DESK“ პროგრამა ხორციელდება გერმანულ ენაზე და შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც ფოკუსირებულია გერმანულ (პოლიტიკურ) ეკონომიკასა და სამართალზე. პროგრამა ასევე მოიცავს ექვსკვირიან სტაჟირებას ზაფხულის პერიოდში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს ინდივიდუალური შეფასებების მითითებით. გარდა ამისა, სამი უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტი სრული დაფინანსებით ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

აღნიშნული პროგრამა თსუ-ის სტუდენტებისთვის არის უფასო!

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა ირიცხებოდნენ თსუ-ის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამაზე, უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით, გერმანული ენის კარგი ცოდნითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით. პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წერილობითი განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე.

2024/25 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და იწარმოებს ივლისის ბოლომდე.

პროგრამის შესახებ მეორე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 22 ივლისს, 17:00 საათზე ონლაინ, შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://us04web.zoom.us/j/79220014557?pwd=KeqqJVlJIQG85vZNr3YasVSmWslkUQ.1

Meeting ID: 792 2001 4557
Passcode: QVw61B


პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.oei.fu-berlin.de/internationales/TSU/index.html

განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ:
https://www.oei.fu-berlin.de/internationales/TSU/Bewerbung/index.html

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის ტუტორს შემდეგ მეილზე:
ergemlidze01@zedat.fu-berlin.de

თარიღი: 05/07/2024